მოიისფრო

86e54a4d9b6078272476472ee6f2bb12იასამნისფერი ჩემი საყვარელი ფერია.
იასამანი- ჩემი საყვარელი ყვავილი.

ადამიანებსაც ჩემს (ქვე)ცნობიერში მოიისფრო ელფერი რომ მიეცემათ, ე.ი. ისინიც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან. ან პირიქით, რას გაიგებ.

მარტო ქუჩებში გასაყიდად გამოფენილი შეკრული იასამნის კონების გამო კი არა, ისედაც – მაისს აქვს იისფერი ელფერი.
თქვენ უნდა ნახოთ იასამნისსუნიან ადამიანებთან ყოფნა რა კარგია.
მაგრამ ესეც ფარდობითია. ვისთვის როგორ. დროს ხან უცაბედად მოაქვს  სურნელი, ხან ასევე უცაბედად აქრობს. თან დაჰყავს ჩვენი საყვარელი ადამიანებიც. წინ და უკან. წინ. და უკან. Continue reading

თუ ყველაფერი კარგად იქნება

dac72111c81b9368b0a06038dbca2b73

ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე იმაზე ცუდი განცდა, როცა იცი, რომ საკუთარი თავის არდანდობა საუკეთესოდ შეგიძლია. რაც არ უნდა მოუცლელი იყო, წარმოუდგენელია ხომ, როგორ მარტივად პოულობ დროს გაუბრაზდე შენს თავს სიზარმაცისთვის, ზედმეტი ძილისთვის, უნებისყოფობისთვის, დიეტის დარღვევისთვის, დეპრესიისთვის, წარუმატებლობისთვის?! დადექი და კიცხე, ჰა, ერთად დავაკვირდეთ თუ რამე შედეგი ექნება.
იცი რა, მე მაინც მგონია რომ სულაც არაა აუცილებელი სულ ბედნიერი იყო.
დილით 8 საათზე, როცა უნივერსიტეტში წასასვლელი არ ხარ, შენი ძმა რომ ოთახის კარს შემოგიღებს და შუქს აგინთებს სახლის გასაღების ძებნაში, უნდა გაბრაზდე. აუცილებლად.
უჯრაში დატოვებული ბოლო ფილა შოკოლადი ისევ თავის ადგილას რომ დაგხვდება(ზემოთხსენებულის შინ ყოფნის ჟამს), უნდა შეგეშინდეს, აუცილებლად.
სოფელში შენი საყვარელი კარგა ხნის სიბერეშეპარული ბერიკაცი რომ გარდაიცვლება, ორღობის მეორე მხარეს რომ ცხოვრობდა და ზაფხულში თხილს გჩუქნიდა ხოლმე, უნდა იტირო, აუცილებლად.
შენი ‘ნაცხოვრებით’ ამაყ, თვალებანთებულ მშობლებს რომ დაინახავ წამით, უნდა იამაყო, აუცილებლად. Continue reading

რაც გინდა ის ქენი

874b5c78e6094c40b8750fad1e17bde0

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არც მე და არც თქვენ ამის გაკონტროლების საშუალება არასდროს მოგვეცემა.მთავარია, საკუთარ თავს ეყო. ან საკუთარი თავი გეყოს. რომელი ფორმულირებაც გინდათ ის მიიღეთ. შენივე ცხოვრების სადავეებს რომ აიღებ ხელთ და შინაგან ხმას აღარ მოატყუებ, მერე უკვე შეიძლება ღირდეს პრინციპებზე ფიქრიცა და საუბარიც.
ჩემი თავის საუკეთესო ვერსია (?) – არ ვიცი როგორია. თუმცა არსებობს და მორჩილად ელოდება ალბათ თავის რიგს – სხვა უღირსი კონკურენტებისგან ობიექტურად როდის გამოვარჩევ და ჩემს სიმტკიცეში ეჭვშეუტანლად მოვიხმობ: -იცი რა, მგონი ვიპოვე შენი ატანის ძალა და ნებისყოფა, დაიკავე ადგილი და შეუდექი საქმეს, ცოტა ხანში შენით უნდა ვიამაყო იცოდე და მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი ეს წვალება ამად ღირს. ის მკითხავს იქიდან – კარგი გინდა იყო თუ ბედნიერიო? Continue reading

შენ

მეძღვნება მე, ჩემს ორ მეგობარს, ერთ ნაცნობს და კიდევ.

6045882eccaae691faa00f700558a7aa
პოზიტიურობის შენარჩუნება ალბათ არაა აუცილებელი ყოველთვის ნიშნავდეს იმას, რომ ბედნიერი ხარ. მგონი ეს უბრალოდ მაშინ ხდება, როცა თავს სულაც არ გრძნობ მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ უეჭველად იცი, რომ დამთავრდება. დამთავრდება და უკეთესი დღეები მოვა.
იცი რა? მაინც არავინ აპირებს მოვიდეს და შენი ‘გატეხილი გული’ გაამთელოს და ყოფის აუტანლად დამძიმებული სიმსუბუქე მოგაცილოს თავიდან.
ხანდახან მგონია, რომ საერთოდაც არაფერია პოეტური და ჯადოსნური. უბრალოდ ასე არ ხდება როგორც რემარკის რომანებში, ბრედბერის მინიატურებში. ყველაფერი ლამაზად შეფუთული ერთი უზარმაზარი ტყუილია. და უნდა შეწყვიტო ტკივილის რომანტიკად ქცევა. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ ახერხებენ სწორ დროს, სწორ ატმოსფეროში შენ გვერდით ყოფნას, სწორი შეხედულებების გაზიარებას, უბრალოდ უნდა დაივიწყო.
სიტყვები გეჩხირება ხოლმე ყელში.
რატომ ცდილობ ზოგჯერ ასე მონდომებით ჩუმად იყო იქ, სადაც სათქმელი გაქვს! ბევრი! და პირიქით> Continue reading

‘შემო, დგომას’ რა აზრი აქვს?!

1813abef0553376993b6b3f549c4d85a

‘იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედამიწა , იყო ერთი ღმერთი და იყო ერთხელ, ერთღმერთიან დედამიწაზე, ერთი კაცი, რომელსაც მრავალ, მრავალ…  არა – ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი !
მთელი საღამოა ავიკვიატე, წერა მინდა-მეთქი.
ხოდა პასუხს არ ვაგებ. იმას დავწერ, რაც მომინდება. ვისთვისაც მომინდება და როგორც.
ამინდია რაღაცნაირი. წვიმიანი, მაგრამ სევდიან-წვიმიანი და ბნელ-წვიმიანი კი არა, შუქმოფენილი. ან მე მეჩვენება. Continue reading

გოგოობა

fa2960ba0aa84a32a3984564bc913627

რთულია გოგოობა.
იმდენად რთული, რომ დიდხანს და კარგად თუ არ დაუფიქრდი, შეიძლება ვერც გააცნობიერო. თან რაღაც ეტაპზე კი არ იჩენს ხოლმე თავს ეს სირთულე უფრო მკვეთრად ან მოკლე დროით. არა, ასე სტაბილურად მუდმივად გვერდით გყავს და სიცოცხლის ხალისს გართმევს ზაფხულში თავს ზემოთ მოწუილე კოღოებივით.
გოგოობის სირთულე, სადღაც 4-5 წლის ასაკიდან იწყება, დედა ზემოთ აწეულ კაბას რომ გისწორებს, მოთხუპნილ ხელებს და მუხლებს რომ გიწმენდს, სულ ბიჭებში სირბილს და ჯარისკაცობანას თამაშს რომ გიშლის და მეტი ‘კდემის’ და ‘რიდის’ გამოჩენას რომ გთხოვს.- იმიტომ, რომ გოგო ხარ. 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ბაღელ მადონას დედამ კარგა გემრიელად რომ აუწია ყური და ტუჩებში მიარტყა. შეყვარებული გყავსო?-ჰკითხეს და ამან -სამიო- უპასუხა.  ეს იმ დრო ხდებოდა, როცა საბუკას მამა სიამაყით ივსებოდა თავის 4 წლის ‘დიდ კაცს’ 5 შეყვარებული რომ ჰყავდა ბაღში. Continue reading

‘თევზის წერილები’, ანუ რატომ უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს?!

7cf4c1c89ad9a53471403cda056f241f

ასეა თუ ისე, მაისის ორი კვირა გავიდა უკვე.
შარშანდელი მაისი მაინც მძაფრად მახსოვს, მიუხედავად ჩემი ნება-სურვილისა.
წელს ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ანდაც ცუდად რატომ, პირიქით, პირიქით.
ამას წინათ ვამბობდი, ბოლო პერიოდია ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რომ, მგონი, ვკვდები-მეთქი.
ჯერ ზუსტად ვერ მივხვდი მართლა ამაშია საქმე თუ არა, მაგრამ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს აგერ.
ამ ზოგად ‘უიღბლობას კი შევეგუე. ჩათვლაზე 100საკითხიანი პროგრამიდან მხოლოდ ის ერთი ნელ-თბილად ნასწავლი რომ გხვდება გადაბულბულებული 99 სხვა საკითხის მიუხედავად.
2 დღე რომ კონკრეტულ მოვლენაზე ფიქრობ, ფიქრობ, ყველაფერს გადავიტან ოღონდ აი ასე არ მოხდეს, ასე არ გამოვიდეს საბოლოოდო და  აუცილებლად ისე გამოდის. ზუსტად. ეჭვგარეშედ.
მივეჩვიე, მივეჩვიე. Continue reading